დმანისის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის მარათონმა სტარტი ქალაქ დმანისდან აიღო

დმანისის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის მარათონმა სტარტი ქალაქ დმანისდან აიღო

  • 2021-10-26 13:49:34

დმანისის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის მარათონმა სტარტი ქალაქ დმანისდან აიღო.

20 ოქტომბრიდან, ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში, შპს რეგიონულ ჯანდაცვის ცენტრში, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს როგორც ჯავშნით, ისე წინასწარი ჯავშნის გარეშე გაიკეთოს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა.

იმუნიზაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით „სინოფარმი“, „სინოვაკი“ და ,,პფაიზერით“ შემდეგ დღეებში: სამშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს მიმდინარეობს.

მარათონის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრები ვაქცინაციის აუცილებლობის შესახებ. მედიკოსები მერის წარმომადგენლებთან ერთად, კარდაკარის პრინციპით, მოქალაქეებს ნებაყოფლობით ვაქცინაციასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან და საჭიროების შემთხვევაში რეგისტრაციის პროცესშიც დაეხმარებიან.

მსგავსი პოსტები