ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი სოფელ ახშანში

ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი სოფელ ახშანში

  • 2022-02-01 13:50:46

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი შიოშვილმა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსი ფიცხელაურმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, იოსებ ქარუმაშვილმა სოფელ ახშანში ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გახსნეს.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ახშანში საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია დასრულდა.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერ იქნა დაფინანსებული და პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 314 751ლარი შეადგინა.

"კახეთის რეგიონში აქტიურად გრძელდება საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის მშენებლობა და უკვე არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პატარებისთვის კომფორტულ, კეთილმოწყობილ გარემოში განხორციელდეს სააღმზრდელო პროცესი. მიმდინარე წელს რეგიონის მასშტაბით გზების, წყალმომარაგების, სპორტული ინფრასარუქტურის მოწესრიგების პარალელურად, ასევე, დაგეგმილია სააღმზრდელო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება"- აღნიშნა ირაკლი შიოშვილმა.

მსგავსი პოსტები